ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ ვიზიტებს იწყებს
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ეწვევა.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ივანიშვილი აცხადებს, ორ დღეში აზერბაიჯანში მიემგზავრება ვიზიტით, ხოლო 17 იანვარს – სომხეთს ეწვევა, მოგვიანებით კი პრემიერი თურქეთში ჩავა.
„რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტს, რეალურია, რომ ვიზიტი გაზაფხულზე, მარტში ან აპრილში განხორციელდეს,“ – აცხადეს ივანიშვილი.