ვანო მერაბიშვილი: შეიძლება ლევან მაისურაძე დაიჭირეს და მე არა..

ვანო მერაბიშვილი: შეიძლება ლევან მაისურაძე დაიჭირეს და მე არა..

ვანო მერაბიშვილი ალექსანდრე ხეთაგურისთვის კორუფციაში ბრალის დადებას, სასაცილოდ მიიჩნევს. მერაბიშვილის განცხადებით, წულუკიანს  ყველაზე ნაკლები მტკიცებულება სწორედ ხეთაგური-გვარამიას საქმეზე აქვთ. ყოფილი შს მინისტრი  ამ საქმესთან დაკავშირებულ ფარული ჩანაწერზეც საბრობს. მერაბიშვილის თქმით, ჩანაწერში მისი საუბრის შინაარსი გამოძიების  ვერსიის საწინააღმდეგოა.


ამის შესახებ მან „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.


„ამ თემაზე მხოლოდ ხუმრობით თუ ვილაპარაკებ. ჩემი ხუმრობით კახა დამენია გავამხნევე, რადგან ვიცოდი, დაკითხვაზე ჰყავდათ. ის საფრთხე, რაც მას ემუქრება, მეც მემუქრება. მეც ხომ მატარეს დაკითხვაზე. შეიძლება ლევან მაისურაძე დაიჭირეს და მე არა“... - აცხადებს მერაბიშვილი.


მისი თქმით,  ფარული ჩანაწერები მხოლოდ იმისთვის იყო  გაკეთებული, რომ ეგრძნობინებინათ, გისმენთო და ამავე დროს,  ხალხში გაეჩინათ განცდა, რომ  ვანოზეც არსებობს ს რაღაც ფარული ჩანაწერი.


„დაკითხვაზე ორჯერ მიმიყვანეს და ფარულად გადამიღეს. ეს მერე გამოაქვეყნეს. რისთვის? ნახეთ, რა მაგრები ვართ,  მერაბიშვილს რა გავუკეთეთო. ჩვენ აღიარებითი ჩვენებები გვიჩვენებია, მაგრამ ადამიანის დაკითხვა ფარულად არასოდეს გადაგვიღია. ჩემი საუბრების გამოქვეყნებასაც ერთი მიზანი ჰქონდა, - ვინ ხარ, აი, შენც გისმენთო“... - აცხადებს მერაბიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: