როლანდ ახალაიას ხვალ პროკურატურა დაკითხავს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „ივერიონს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალაია დაკითხვაზე ხვალ, ზუგდიდის პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს.
პრესსამსახურის განცხადებით, დაკითხვის ზუსტი დრო და მიზეზი ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ახალაიას თანხების გამოძალვასთან დაკავშირებით დაკითხავს.