უჩა ნანუაშვილი კათოლიკეებს შობას ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კათოლიკეებს, პროტესტანტებსა და ყველა იმ ქრისტიანს, რომლებიც ხვალ შობის დღესასწაულს აღნიშნავენ, ქრისტეშობას ულოცავს.
„25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესო ქრისტეს შობას აღნიშნავს. მინდა, ეს ბრწყინვალე დღესასწაული გულითადად მივულოცო საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს, პროტესტანტებსა და ასევე ყველა იმ ქრისტიანს, რომელიც ახლა ზეიმობს შობას. ვისურვებდი, ეს დღე მშვიდობით, ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე იყოს მათთვის და მათი ოჯახებისათვის“, - ნათქვამია ომბუდსმენის მილოცვაში.
მილოცვა ომბუდსმენმა სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდზე გააკეთა.