კათოლიკურ სამყაროს ბიძინა ივანიშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კათოლიკურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერის აპარატმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:
"დღეს მსოფლიოს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას. დღევანდელი დღე მინდა, მივულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა, გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში", - წერია განცხადებაში.