ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს წარადგენს

ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს წარადგენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს წარადგენს.


გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაიკავებს.


ჩაჩიბაიას დამთავრებული აქვს თბილისის სამხედრო აკადემია. მას გავლილი აქვს მოსამზადებელი კურსები აშშ-ის ქვეით ოფიცერთა სკოლაში.


ის სხვადასხვა დროს ის იყო ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაური ერაყში, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტამდე კი - შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: