უმცირესობა პარლამენტში ბრუნდება, პრეზიდენტი კი დაცვაზე უარს ამბობს?!
პარლამენტი დღეიდან რიგგარეშე ფორმატით აგრძელებეს მუშაობას.
პარლამენტმა საშემოდგომო სესია უკვე დაასრულა, თუმცა განსახილველი საკითხები კვლავ დარჩა და მათ რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.
პარლამენტს რიგ საკითხებს შორის დასამტკიცებელი აქვს "კანონი სახელმწიფო დაცვის შესახებ".
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სამსახური პრეზიდენტიდან პარლამენტის დაქვემდებარებაში გადადის.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო დაცვაზე უარის თქმას აპირებს.
რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად პარლამენტი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. მათი განცხადებით, ისინი დღეიდან დაუბრუნდებიან ქუთაისს.