მიხეილ მაჭავარიანი: "ნაციონალების" რიგებს ისინი ტოვებენ, ვინც ცდუნებას ვერ უძლებს, ან დანაშაული აქვს ჩადენილი

მიხეილ მაჭავარიანი: "ნაციონალების" რიგებს ისინი ტოვებენ, ვინც ცდუნებას ვერ უძლებს, ან დანაშაული აქვს ჩადენილი

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" რიგები არაერთმა "ნაციონალმა" დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.


ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვებას ცდილობს, რაც ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესად მიაჩნია.


თუმცა აქვე ამბობს, რომ არ ესმის იმ დეპუტატების "ნაციონალური მოძრაობიდან", რომლებიც უმრავლესობაში ეტაპობრივად გადადიან. მაჭავარიანის აზრით, ამ დეპუტატების ნაწილი ცდუნებას ვერ უძლებს, ნაწილი კი, ზეწოლას.


"ამ თემებზე ცოტა ხნის მერე ძალიან ღიად ვისაუბრებთ, ახლა ეს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც არჩევნების შემდეგ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, მაგრამ არ მესმის მათი, ვინც ახლა ეტაპობრივად ტოვებს ჩვენს პარტიას. ამათ ნაწილს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ზოგს რაღაც დანაშაული აქვს და ა.შ.", _ აცხადებს მაჭავარიანი.


"ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა ამბროლაურის მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ დატოვა. "მაესტროს" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტიას კიდევ რამდენიმე წევრი გამოაკლდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: