ეკა ბესელია მოუწოდებს პრეზიდენტს, ამნისტიის კანონს დროულად მოაწეროს ხელი

ეკა ბესელია მოუწოდებს პრეზიდენტს, ამნისტიის კანონს დროულად მოაწეროს ხელი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, არ გააჭიანუროს ამნისტიის შესახებ კანონის აღსრულება.

 

როგორც მან, "ფორ.გე" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა კანონს დროულად უნდა მოაწეროს ხელი, რადგან მისი შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

მისი თქმით, კანონი მაინც აღსრულდება, მაგრამ სასურველია, ეს დროულად მოხდეს.

 

"კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად მიღებიდან 7 დღის ვადაში ეგზავნება. ხელმოწერიდან მაქსიმუმ 10 დღეში ქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. ვეტოს შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა დაასაბუთოს, საკუთარი გადაწყვეტილების მართენულობა", _ განაცხადა ბესელიამ.

 

მისი თქმით, შენიშვნებს პარლამენტი განიხილავს, თუმცა სიითი შემადგენლობის უმრავლესობას Aშეუძლია კანონს კენჭი უყაროს და პრეზიდენტის ვეტო დასძლიოს. 

ბესელიას განცხადებით, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, რომ ვეტო დაძლიონ.

 

"კანონის აღსრულების პროცესი იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. მისი ორაზროვანი კომენტარი, შესაძლოა, ამ კანონს ეხებოდა. კარგია, თუ ის ვეტოს დადებას არ აპირებს და კანონს ხელს დროულად მოაწერს", _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფლდება. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, დეპუტარის თქმით, არ დარჩენილა არც ერთი პატიმარი, ვისაც კანონი მცირე დოზით მაინც არ შეეხო.

 

მისი თქმით, კანონის შედეგად, 3000-ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება. რამდენიმე ათასს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 15 000-ზე მეტ მსჯავრდებულს მსჯავრი 1/4 შეუმცირდება.

 

ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ კანონს საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წევრმაც მისცა ხმა, თუმცა, სასურველი იყო, მხარი უფრო მეტს დაეჭირა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: