როლანდ ახალაიას პროკურატუტა საპროცესო გარიგებების მართლზომიერებაზე ედავება
არჩილ კბილაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე როლანდ ახალაიას დაკითხვაზე მისვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.
პროკურორის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა როლანდ ახლაიას ოლქის პოკურორად ყოფნის პერიოდში საპროცესო გარიგებების გაფომების მართლზომიერებით ინტერესდება.
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც ბატონი როლანდი ამ ოლქის პროკურორი ბრძანდებოდა. იქ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც საპროცესოს შეფარდების გაფორმების მართლზომიერებას შეეხება. ამასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალებია დასადგენი, რაც ჩვენების მიცემის საშუალებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ცნობილია, რომ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ის მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან, თუმცა ახცხადებს, რომ ყველა შეკითხვას საჯაროდ უპასუხოებს.