საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში მიმდინარე ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

მასთან ერთად იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკურთხევლიდან გამობრძანდა და ივანიშვილს შეხვდა. ამ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
 
პრემიერმა პატრიარქს აღსაყდრების დღე მიულოცა, რის შემდეგაც ივანიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ტაძარში მარჯვენა მხარეს მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსახურებაზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტაძარში მალე ბარძიმებს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს ზიარების შესაძლებლობა მიეცემათ.

მსახურების დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: