როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის კანდიდატთა გეგმები?

როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის კანდიდატთა გეგმები?

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებმა საკუთარი სამოქმედო გეგმები დავით პაიჭაძის გადაცემაში წარადგინეს. გიორგი ბარათაშვილმა, ნათია აბრამიამ, მეგი თავდუმაძემ, თინათინ რუხაძემ და ნიკოლოზ მახარაშვილმა 2 საათიან გადაცემაში ისაუბრეს. თითოეულს განსაზღვდული დრო მიეცათ საკუთარი მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად.


კანდიდატებმა არხის სარედაქციო, ფინანსური პოლიტიკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების შესახებ საკუთარი გეგმები დაასახელეს.


,,საზოგადოებრივი მაუწყებელი აბსოლუტურად აპოლიტიკური არხი უნდა იყოს, ის უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკისგან. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ აქამდე ბევრი კითხვა იყო, ეს უნდა დასრულდეს და მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს“, - განაცხადა გიორგი ბარათაშვილი.


არხის მიუკერძოებლობასა და თელევიზიის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობენ სხვა კანიდატებიც.


,,პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ხალხს ამაში ფული აქვს გადახდილი, ჩვენ ყველანი გადასახადებს ვიხდით და ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ამ ტელევიზიის მიმართ  ნდობა იყოს.  იყოს ის მიუკერძოებელი და გემოვნებიანი“, - აცხადებს ნათია აბრამია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: