ასტანაში ქართველები დააკავეს

ასტანაში ქართველები დააკავეს

ასტანაში პოლიციამ ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავა. ინფორმაციას  „Tengrinews.kz“ ასტანას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით  ავრცელებს.


ოპერატიული ოპერაციის განხორცილების შედეგად, პოლიციამ ბინის გაქურდვის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა. ჩხრეკის დროს ოქროს ნივთები და კარის საკეტების გასახსენელი გასაღებები აღმოაჩინეს.


პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებიდან სამი საქართველოში სამჯერ ნასამართლევი 35, 36 და 52 წლის მოქალაქეა, ერთი კი,  ყაზახეთის მოქალაქე.


აღნიშნულმა პირებმა გამოძიებას  აღიარებითი ჩვენება უკვე მისცეს, სადაც ისინი დედაქალაქში არსებული 15 ბინის ძარცვას ადასტურებენ. 


პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახურის  ინფორმაციით, დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის „ძარცვის“ მუხლით გაასამართლებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: