სასჯელაღსრულების სამინისტრო ჟურნალისიტების უფლებების შეზღუდვას უარყოფს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ჟურნალისიტების უფლებების შეზღუდვას უარყოფს

სასჯელაღსრულების სამინისტრო საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.


"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გ. ტუღუშის მიერ 2012 წლის 16 ოქტომბერით დათარიღებულ ბრძანებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განმარტავს, რომ N148 ბრძანების საფუძველზე ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფს უფლებამოსილების ვადა 2013 წლის პირველ იანვარს ეწურება“, - ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო ზღუდავს ჟურნალისტების მუშაობას ციხეებში და განმარტებას აკეთებს მონიტორინგის ჯგუფში ადვოკატების  მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.


„ბრძანება ხელმოწერილია გ. ტუღუშის მიერ, რაც ცალსახად გამორიცხავს ნებისმიერ სპეკულაციას ბრძანების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს სამინისტრო ზღუდავს ჟურნალისტების მონაწილეობას სასჯელაღსრულების ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმის მონაწილეობაში, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით, 22-23 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროექტის მხარდაჭერით გუდაურში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდა. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა მოქმედი ადვოკატების მონიტორინგში მონაწილების შეზღუდვის საკითხიც“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: