ნანა დევდარიანი: სააკაშვილი საკუთარი გამოსვლებით ერთობა
ყოფილი სახალხო დამცველი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავისი გამოსვლებით ისე აღიზიანებს ხალხს, რომ საზოგადოებამ შეიძლება ლინჩის წესით გაასამართლოს.
"ხომ ხედავთ, როგორი გაღიზიანებაა ხალხში. ვშიშობ, პრეზიდენტის გამოვარდნებით ხალხმა კონტროლი დაკარგოს საკუთარ თავზე და ლინჩის წესით გაასამართლოს. ამოუვიდათ ყელში ეს უტიფრობა, უსირცხვილობა და ძალადობა", - აცხადებს დევდარიანი.
ყოფილი სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ისე ერთობა საკუთარი გამოსვლებით, რომ თვითონვე წამოსცდება ხოლმე უამარავი რამ, რაც მისი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კარგს არაფერს აპირებს.