ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

სააკაშვილმა ამნისტიის კანონპროეტს ვეტო დაადო

სააკაშვილმა ამნისტიის კანონპროეტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს  ვეტო დაადო და პარლამენტს კანონპროექტს შენიშვნებით უგზავნის  .

პრეზიდენტის პრესსპიკერის, მამანა მანჯგალაძის თქმით, ცალკეულ პუნქტებზე მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა შესწორებული კანონპროექტი პარლამენტს დღის ბოლომდე გადაეგზავნოს.

პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს ან პრეზიდენტის ვეტო  დაძლიოს, რასაც დეპუტატთა 89 ხმა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამნისტიის შესახებ კანონის ერთ ნაწილზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით გუშინ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"როცა ასეთი ბევრი გამოდის, ეს საფრთხის შემცველია. მათ შორის მეც მოვაწერე ხელი ბევრის გათავისუფლებას, რადგან სია წარმომიდგინეს. ამნისტია ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის სტაბილური ვითარება და შეგიძლია ნელ-ნელა დააცარიელო ციხე. თუ უშვებ საშიში დამნაშავეების უდიდეს ნაწილს, ძალიან აშავებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: