ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

მამუკა ახვლედიანს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ

მამუკა ახვლედიანს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განმეორებით დაკითხავენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.

"გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებით, 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს-ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე, რომ აღნიშნულ შპს-ს არ ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიამ 17 000 000 აშშ დოლარად გამოისყიდა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:00 საათზეა დაბარებული.

საგამოძიებო სამსახურში რიყის საქმეზე რამდენიმე ჩინოსანი უკვე დაკითხეს, მათ შორის ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: