ბაკალავრიატის 14 სპეციალობა სრულად დაფინანსდება

ბაკალავრიატის 14 სპეციალობა სრულად დაფინანსდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის  დაფინანსება.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდება აგრონომიის, განათლების მეცნიერებების, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის, მშენებლობის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის სპეციალობები.

აღნიშნულ სპეციალობებს შორის შევა     ასევე ეკონომიკის, არქეოლოგიის, ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ფილოსოფიის და     არქიტექტურის სპეციალობები.

დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებათა სტუდენტებს, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: