ყინულის ფესტივალი ჩინეთში
ჩინეთში, ქალაქ ჰარბინში, ყინულისა და თოვლის სართაშორისო ფესტივალისთვის ემზადებიან. რიგით 29-ე ფესტივალი 2013 წლის 5 იანვარს გაიხსნება. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოქანდაკეები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო 750 ათასიან კვ/მ–ის მოედანზე გაიმართება.
ჰარბინის ყინულისა და თოვლის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოს ზამთრის გასართობ ღონისძიებათა შორის. ფესტივალის ისტორია საკმაოდ ძველია. მისი მიხედვით, ჩინელი მეთევზეები ყინულის სკულპტურებს ღამით გზის გასანათებლად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში კი ეს ტრადიციად იქცა.
ფესტივალი 5 თებერვალმდე გაგრძელდება.