„იმედია მაიდნამდე არ მიგვიყვანენ ქართველებს“

„იმედია მაიდნამდე არ მიგვიყვანენ ქართველებს“
 თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან უკვე მეორე დღეა შიმშილობს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აღდგენის ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მეორე ჯგუფის ინვალიდი, 9 აპრილს მოწამლული ბესარიონ მიქავა. ღამეს მემორიალთან ფეხზე მდგარი ატარებს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, პოლიციამ ახლო-მახლო ჩამოჯდომის ნება არ მისცა და უთხრა, ასასვლელ კიდეებზე დამჯდარიყო. ტრანსფარანტიც ხელში უჭირავს, რადგან არც მისი გაკვრის საშუალება მისცეს, თუმცა თავისი მოთხოვნებისადმი ბოლომდე ერთგული რჩება და აცხადებს, რომ 9 აპრილამდე „ფეხის მოცვლას“ არ აპირებს, თუნდაც „ცა თავზე ჩამოექცეს“.
 „ივერიონთან“ საუბარში ბესარიონ მიქავამ გაიხსენა 1989 წლის 4 აპრილი და განაცხადა, რომ ამ დღეს, უზენაესი საბჭოს შენობის წინ, ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც მიმართული იყო საქართველოდან აფზახეთის გამოყოფისა და მისი რესპუბლიკად აღიარების წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა აფხაზებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება მოჰყოლოდა.
_“ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით დააყენა საკითხი საქართველოს სსრკ-სგან გამოყოფისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ყველას გახსოვთ საბჭოთა იმპერიის საპასუხო რეაქცია-მშვიდობიან მონაწილეებს ალესილი ნიჩბებით და ხიშტებით დაუპირისპირდა. 9 აპრილის მონაწილე როგორც დაღუპული, ისე ცოცხლად დარჩენილი გმირების პატივის მისაგებად 1991 წელს დღემდე ერთადერთმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ-საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილი აქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა, თუმცა 1991-92 წლებში, პუტჩის სემდეგ, მისმა ორგანიზატორებმა, ხელისუფლებაში მოსულმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიწყეს ამ სახელმწიფოებრივი აქტის საპირისპირო ქმედება და საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის საფუძვლის-9 აპრილის მზაკვრული ქმედებებით დისკრედიტაცია, რაც ამ მოვლენის იგნორირებით დასრულდა, ხოლო ყველაფერ ამას, საბოლოო წერტილი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა დაუსვა, გააუქმა 1999 წელს, თვით 9 აპრილის ორგანიზატორის, შევარდნაძის მიერ მიღებული კანონი, რაც მან თავის მხრივ საკუთარი დანასაულის დასაფარავად მიიღო.
_კონკრეტულად მოთხოვნებზე რას იტყვით, რას ითხოვთ?
_ 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის ჯარის მიერ დაღუპულთა ოჯახები, მოწამლულები, დაინვალიდებულები და დასახიჩრებულები ყოველგვარი შემწეობის გარეშე არიან დატოვებულები. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მოვითხოვთ:
1. საქართველოში კანონზე და კანონიერებაზე დაფუძნებული სამართლის აღდგენას, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან.
2. 1989 წლის 9 აპრილის ბრძოლას მიეცეს საბჭოთა იმპერიასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ომის კვალიფიკაცია.
3. 9 აპრილს დაღუპულთა გმირებად აღიარებას, ხოლო საქართველოს ეკლესიის მიერ მათი ქრისტესა და სამშობლოსათვის შეწირულ წმინდანებად შერაცხვას.
4. 9 აპრილის სამამულო ომში მონაწილეთა ჯეროვანი პატივის მიგებას.(სოციალური, იურიდიული სტატუსი). ეს საქართველოს მომავალი თაობის ამ იდეალებზე აღზრდის 
5. აღსდგეს საქართველოს რესპუბლიკის სამფეროვანი სახელმწიფო დროშა და ჰიმნი.
6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის წინ აღიმართოს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დღეს, 9 აპრილის დატყვევებული (დროებით დადგმული) მემორიალის იდენტიფიცირება შეუძლებელია და ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხეში ქალაქებსა და სოფლებს საბჭოთა იმპერიის ცკ-ს მდივნების და მათი მესვეურების ძეგლები „ამშვენებს“.
7. პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი და გასამართლებულნი 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ავტორები-მიხეილ გორბაჩოვი, ედუარდ შევარდნაძე და ამ ქმედების ჩამდენი ყველა პირი.
 
 ჯერ 9 აპრილამდე გავაგრძელებ შიმშილობას, იმედია ხელისუფლება ყურად იღებს ჩვენს მოთხოვნას და სამართლებრივ ჩარჩოებში იმოქმედებს, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მაშინ 9 აპრილს დაგეგმილი აქციის შემდეგ დავსახავთ შემდგომ ნაბიჯებს. გულშემატკივრობენ კიევის მაედანს და ამართლებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელ ადამიანებს, ნუთუ მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხელისუფლების ყურადღების მიქცევა? იმედია ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, გაითვალისწინებს სრულიად საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს და მაიდნამდე არ მიგვიყვანენ ქართველებს. მინდა მივმართო ხელისუფლებას, მე რომ აქ მარტო ვშიმშილობ, არ ნიშნავს, რომ მარტო ვარ, ჩემს გვერდით არის ეროვნული ძალები და ეროვნული ოდეოლოგიის გამტარებლები, საკმაოდ ბევრნი ვართ და ზალაც დიდი გვაქვს. 
 მოშიმშილე ბესარიონ მიქავას მხარს უჭერს და მის აზრს იზიარებს „სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია“, რომლის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი მოშიმშილესთან მთელ დღეს ატარებს და მის გამხნევებას ცდილობს. კევლიშვილის თქმით, დღეს ეროვნული ზალების დიეკრიმინაცია ხდება. 
 
“ადგილი აქვს ხელისუფლების მიერ ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის-ზვიადის, მერაბის და 9 აპრილს დაღუპულთა გმირების იდეების მიმდევრების დისკრიმინაციას, ეს არის არა მარტო ადამიანური, არამედ საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა. „9აპრილის კომიტეტის“ და ჩემი ასოციაციის სახელით მოვუწოდებ პრემიერ ღარიბაშვილს, თუ ასე გაგრძელდა ეროვნული ძალის დისკრედიტაცია, გაგრძელდა დანაშაულებრივი ქმედებები ჭეშმარიტად ქართული მოთხოვნების წინააღმდეგ, ეროვნული მოძრაობა და კომიტეტი დაიწყებს საპროტესტო აქციებს, რომლის ტალღა სრულიად საქართველოს გადაუვლის. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს შევარდნაძე-სააკაშვილის ანტიეროვნულ პოლიტიკას და ამას არ დავუშვებთ“.
 ცნობისთვის, ბესარიონ მიქავა ანალოგიური მოთხოვნებით 9 აპრილის მემორიალთან 2013 წლის 20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე შიმშილობდა. მაშინ შიმშილობა „9 აპრილის“ კომიტეტის აღმასრულებელი გენერალური მდივნის, გელა მაღრაძის თხოვნით შეწყვიტა.
 
თამარელა თეთრაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: