დღეს საქართველოში NATO-ს კვირეული იხსნება
კვირეულს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებშიალექსი პეტრიაშვილი და NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი გახსნიან. კვირეული საერთაშორისო კონფერენციით „გზა ნატოსკენ: ცენტრალური დააღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება“ გაიხსნება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბულგარეთის ატლანტიკური კლუბის პრეზიდენტი, ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრიუს კრივასი, სახელმწიფო მდივანი, ლატვიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იანის სარტსი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაილიკ- სილასტე ელინგი, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა გენერალური დირექტორი ადრიან დავიდოიუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლჰოლი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრჟეი ჩიეშკოვსკი, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროსთავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ატილა დემკო და სხვ.
ხვალ,8 აპრილს ბროშურის „საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში“პრეზენტაცია გაიმართება. ხვალვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა-„ქართული ჯარის განვითარების ისტორია“.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. კვირეული 16 აპრილს დასრულდება.