დღეიდან თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღე 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს

დღეიდან თბილისის იუსტიციის სახლი ყოველდღე  09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს

 დღეს დილის 09:00 საათიდან თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა განაახლა. მომხმარებელს 300-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა ტრადიციულად თბილისის იუსტიციის სახლში ექნება. მუშაობა შეწყვიტა სამმა დროებითმა ფილიალმა, რომლებიც იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იყო გახსნილი. 

   იუსტიციის მინისტრის განცხადებით შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: