პეტრე მამრაძე-„დესტაბილიზაცია მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია გამოიწვიოს“
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაცისტებს“ და სააკაშვილის სადისტური სისტემის ნაჩენებს“ საქართველოში ევრომაიდნის სცენარის განმეორების რესურსი არ გააჩნია.
-„დესტაბილიზაცია მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია გამოიწვიოს თავისი უნიათობით და არაეფექტური მართვით. რაც შეეხება ჩვენი ვუნდერკინდი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, „ნაცისტებს“ და სააკაშვილის სადისტური სისტემის ნაჩენებს ამის რესურსი არ აქვთ. ხალხში მთელი რესურსის მობილიზებაც რომ მოახდინონ, ეს ვერ მოხდება. კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია გამოიწვიოს რაიმე დესტაბილიზაცია“.