გორის გვირაბში 16 აპრილის 09:00 საათამდე ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება. დღეს დილის 9 საათიდან გორის გვირაბი დაიკეტა და 16 აპრილის 09:00 საათამდე ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
დეპარტამენტის განცხადებთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გვირაბისთვის ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების აუცილებლობამ განაპირობა.