რას ეჭვობს ირაკლი ალასანია?

რას ეჭვობს ირაკლი ალასანია?

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამ ბოლო დროს „სოკოებივით მომრავლებულ? არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს და ეჭვობს, რომ ისინი საქართველოს არაკეთილმოსურნეების მხრიდან ფინანსდებიან. 

   -„სოკოებივით იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც მე პირადად ეჭვი მაქვს, რომ ფინანსდებიან სწორედ ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან  და ეს არის დაუშვებელი. საქართველოს სახელმწიფო, მთავრობა, ხელისუფლება ასეთი მეხუთე კოლონის შექმნას არ დაუშვებს!

   დღეს საქართველოს მგრძნობიარე პერიოდში, ამ რთულ ეტაპზე, ვაკონტროლებთ, რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი არაკეთილმოსურნე, ძალიან შეურაცხმყოფელია თუნდაც მთელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებისთვის, როდესაც საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლებისგან ისმის განცხადებები, რომელსაც აბსოლუტურად ამორალური ხასიათი აქვს და რომელიც ეხება თუნდაც, ჩვენი მოწინააღმდეგეების პოლიტიკის გაპრავებას. მინდა, გითხრათ, რომ მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებას საქართველოში არავინ დაუშვებს, შესაძლოა, კანონით ვერ მოთხოვო ადამიანს, იყოს სამშობლოს ერთგული და პატივი სცეს იმ დაღუპული გმირების ხსოვნას.  მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ასიათასობით დევნილი - საკუთარ სახლ-კარს მიღმაა დარჩენილი და  ასეთ ვითარებაში ზოგიერთი მოქალაქე გამოდის ამორალური განცხადებებით  და პრაქტიკულად, ძირს უთხრის ყველაზე ძლიერს ჩვენს სახელმწიფოში – ჯარს, რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია და თავდაცვის სამინისტრო თხოვს ყველას, ძალიან წინდახედულად და ძალიან დიდი პატრიოტული გრძნობით შეხედოს იმას, თუ რა ხდება დღეს საქართველოში” - განაცხადა ალასანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: