პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებს და 6000-6000 ლარს გადასცემს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მისი განცხადებით თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირს.
„ჩვენ დღეს ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა აქ გასწიეს ძალიან მაღალი იდეალისთვის – ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ დღეს ვზეიმობთ 1989წლის 9 აპრილს მთელი ერის მთლიანობას და ვგლოვობთ იმ ადამიანებს, ვინც თავისუფლების დიდ იდეალებს მსხვერპლად შეეწირა“- განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შეხვდება, სადაც დაღუპული მირების ოჯახებს, სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამაგალითოსამოქალაქო თავდადებისთვის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებს გადასცემს.
ჯილდოსთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრები სიმბოლურად 6000-6000 ლარს მიიღებენ.