ბათუმში 75 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო
ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 75 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეტყობინება დილის 6 საათზე შევიდა და მაშველებმა ცხედარი ძებნის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პროზექტურაშია გადასვენებული. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.