ლალი მოროშკინა შველას ითხოვს - "მე და ჩემს მეუღლეს ზონდერები გვემუქრებიან"

ლალი მოროშკინა შველას ითხოვს - "მე და ჩემს მეუღლეს ზონდერები გვემუქრებიან"

"პირდაპირ ვაცხადებ, რომ წიკლაურის ცემა ნაციონალების ოფისში დაიგეგმა. წიკლაურის ცემა და თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტი - ეს არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი. ამ გეგმის უკან დგანან ის ძალები, რომლებიც გაბნეულნი არიან სამინისტროებში, დეპარტამენტებში და რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სერიოზულ საყრდენს წარმოადგენენ. ეს არის საკმაოდ დიდი და საშიში ძალა", - ეს ლალი მოროშკინას განცხადებაა ინტერვიუდან, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ პრესას მისცა. 

 

სწორედ ამ ინტერვიუს უკავშირებს მორშკინა მუქარის ზარებს, რომელსაც, 

 

მისი თქმით, "ზონდერებისგან" იღებს. ამის შესახებ მოროშკინა Facebook-ზე იუწყება:

 

Facebook/ ლალი მოროშკინა:

 

"სოს!!! ძვირფასო მეგობრებო, სანდო წყაროებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას მერე, რაც მე მივმართე პრემიერ-მინისტრს, რომ თავიდან მოიშოროს რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან ნაც. მოძრაობის თავკაცებთან და მათ დავალებას ასრულებენ, გაისმა მუქარის ზარები ჩემი და ჩემი მეუღლის მისამართით!!! 

კარგად მისმინეთ ზონდერებო! ვის დაიჭერთ ამას მე გაჩვენებთ -ლალი მოროშკინა! თქვენ თავად აღმოჩდებით გისოსებს მიღმა სადაც თქვენი ადგილია !!! და ვერანაირი კოჰაბიტაცია და ფერიცვალება ვერ გიშველით!!!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: