„ქართული ოცნება“ ძალადობას გმობს

„ქართული ოცნება“ ძალადობას გმობს

   პარტია 10 აპრილს განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა დაუშვებელია. 

 

   -“ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: