"მივბრუნდები და სხვა მხარეს წავალ"
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდ "საზოგადოებრივი თანადგომა"-ს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში კონკურსი "მომავლის მწერალი" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ონი-ამბროლაურის საჯარო სკოლების 32-მა მოსწავლემ მიიღო.
კონკურსანტებმა პროზაული ნაწარმოებები თემაზე - "მივბრუნდები და სხვა მხარეს წავალ" წერეს. ერთობლივი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და საზოგადოებას გააცნოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.
კონკურსში ასევე დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის, მესტის, ხულოს, შუახევის და ქედას მუნიციპალიტეტების სკოლებიც ჩაერთვებიან.
კონკურსი "მომავლის მწერალი" 2014 წლის 13 აპრილამდე გაგრძელდება. გამარჯვებულებს, რომელსაც ჟიური გამოავლენს, ფულადი ჯილდო გადაეცემათ. დასკვნითი ღონისძიება კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.