ჯონ მაკკეინი MAP -ს დაგვპირდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა . მხარეებმა საუბრისას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სენატორ მაკკეინის განცხადებით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატოს სამიტზე საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. სენატორის თქმით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად იგი ძალისხმევას არ დაიშურებს.