მომავალში სატენდერო პირობები დაიხვეწება
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტრო დევნილთა განსახლებისათვის, 107 391 853 ლარის ღირებულების პროექტს ახორცილებს, რომლის ფარგლებშიც , ქ. თბილისში, კრწანისის დასახლებაში რვა 22-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანს, აღნიშნული პროექტის განხორციელების წინ, ბაზრის კვლევა წარმოადგენდა.
სამინიტრომ მშენებლებს სატენდერო პირობები გააცნო და ერთი კვირის ვადაში განმეორებითი შეხვედრა დაიგეგმა. მომდევნო შეხვედრაზე სატენდერო პირობები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების რეკომენდაციების საფუძველზე, კიდევ უფრო დაიხვეწება.