რამ მიიყვანა ნიკა რაჭველიშვილი სასოწარკვეთილებამდე და დატოვებს თუ არა ის საქართველოს?

რამ მიიყვანა ნიკა რაჭველიშვილი სასოწარკვეთილებამდე და დატოვებს თუ არა ის საქართველოს?

„ძალიან ვცდილობ დავიცვა ტაქტი და ისედაც მრავალი უარყოფითი ემოციით დამუხტულ საზოგადოებას არ მოვახვიო თავს კულტურის სამინისტროს ქმედებებიდან გამომდინარე ჩემი უსაზღვრო სასოწარკვეთილება, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! როგორც ჩანს ყველანაირად ცდილობენ მივიღო რადიკალური გადაწყვეტილება, სადაც მაქვს არჩევანი ორ ვარიანტს შორის: ან საქართველოსა და მუსიკალური ცენტრის დატოვება ან უკომპრომისო ბრძოლა უმეცრების, არაპროფესიონალიზმისა და ბოროტების წინააღმდეგ! ამ არჩევანის ზღვარზე ვარ... სამწუხაროდ...“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

საქმე ეხება კულტურის სამინისტროში შესულ განცხადებას, რომელიც რაჭველიშვილის თქმით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და საგუნდო კაპელისთვის. გავრცელებული ინფორმაციით კულტურის სამინისტროში აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ ხელმოუწერელია.

ნიკოლოზ რაჭველიშვილის განცხადბას სოციალური ქსელით გამოეხმაურა „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

-„არ მესმის რატომ დაინახა საზოგადოების ნაწილმა ამ განცხადებაში პოლიტიკური მოტივი და რატომ გაღიზიანდნენ ადამიანები, ძირითადად ხელისუფლების მომხრეები. ნიკა უნიჭიერესი ადამიანია! მას არ სჭირდება პოლიტიკა! ნებისმიერი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებდა მისი ნიჭის და შესაძლებლობების განვითარებისთვის, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? თავი დავანებოთ მისი განცხადების მიღმა რაიმე სხვა მოტივების ძებნას და პირიქით, მოვითხოვოთ კულტურის სამინისტროსგან მისი შემოქმედებითი თავისუფლებისადმი პატივისცემა და მაქსიმუმის გაკეთება,რათა ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეეწყოს იმ საქმის კეთებაში, რაც მან ძალიან, ძალიან კარგად იცის. ნიკა, გვიყვარხარ და პატივს გცემთ! ჩვენთანაც რომ იყოს წოდება "ადამიანი - ეროვნული საგანძური", როგორც ეს იაპონიაშია, მე ამ წოდებას ერთ-ერთ პირველს შენ მოგანიჭებდი!“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: