ხელები შორს გეიაღლუმებისგან, ანუ ვინ დაიცავს უმრავლესობის უფლებებს?!
ეს კითხვა გუშინ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიფრთხილითა და მისთვის ჩვეული სიყვარულით დასვა.
რისთვის დასჭირდა პატრიარქს ამ თემის წინა პლანზე წამოწევა და რა მოსალოდნელი საფრთხეები იმალება მისი სიტყვების მიღმა?
ადამიანს უფლისგან მინიჭებული აქვს არჩევანის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, მისი უფლებაა რა არჩევანს გააკეთებს იგი _ ივლის უფლის გზით, თუ ბარაბას გზით. მაგრამ, გარდა არჩევანის თავისუფლებისა, არსებობს პასუხისმგებლობა უფლისა და საზოგადოების წინაშე, რომელსაც ანგარიში თითოეულმა ადამიანმა უნდა გაუწიოს!
დღეს ბევრს საუბრობენ სექსუალური უმცირესობების თუ ცალკეული სექტების (რომელსაც უწმინდესი მორწმუნე უმცირესობას უწოდებს) უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულებით სოკოებივით მრავლდებიან ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, ე.წ. ენჯეოები, რომლებიც სინამდვილეში უცხოეთის სპეცსამსახურების ფუნქციას ითავსებენ და ყველანაირად ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ უმცირესობის „პოხონდრიები“, რითაც პირწმინდად არღვევენ უმრავლესობის უფლებებს!
კი ბატონო, აირჩიე შენი ორიენტაცია („იქ ილოცე, სადაც გინდა“), იარე შენს მიერ არჩეული გზით, რომელიც ჩანასახშივე მცდარია (არაღვთიურია), მაგრამ ნუ მომახვევ თავს იმას, რისი დანახვაც და გაგებაც არ მინდა!
საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეიძლება აღფრთოვანებული ყოფილიყო შარშანდელი 17 მაისის შედეგებით, მაგრამ, არც იმის დაშვება შეიძლება, რომ უმცირესობებმა (ამ შემთხვევაში ლგბტ-ს ვგულისხმობ) თავიანთი „ძალების“ დემონსტრირება ღიად მოახდინონ და ფეხქვეშ გათელონ უმრავლესობის უფლებები.
არაფერი არ არის უცნაური იმაში, თუ მართლმადიდებელი მრევლი არ დაუშვებს გეიაღლუმის ჩატარებას დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ ამას არა „ტაბურეტკიანი“ მღვდლები, არამედ სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს!..
დიახ, პატრიარქის კითხვაზე, ვინ დაიცავს უმრავლესობის უფლებებს, პასუხი სახელმწიფომ უნდა გასცეს _ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის უფლებები და მოვალეობები, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას ე.წ. სექტებისა და სექსუალური უმცირესობებისგან დაიცავს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით)!
რაც შეეხება ეკლესიის ჩარევას ამ საქმეში, მისი როლი მხოლოდ და მხოლოდ „თეთრი ხელთათმანი“-ს ფუნქციით უნდა შემოიფარგლებოდეს _ ისინიც (ძეშეცდომილები) ღვთისშვილები არიან და საბოლოო განაჩენის უფლებაც უფალს უნდა დავუტოვოთ!
საბა საბახტარაშვილი