თემო საჯაია ფუფუნებაშია

თემო საჯაია ფუფუნებაშია

"ფორსმაჟორი" _ ასე ჰქვია მუსიკალურ ბენდს, რომელიც სულ ახლახანს ჩამოყალიბდა. ჯგუფი შედგება 5 წევრისგან, ესენი არიან: თემო საჯაია (ვოკალი, კლავიში), ლელო ხოტივარი (ელექტრო გიტარა), დემეტრე გვენცაძე (ბას-გიტარა), შოთიკო ტატიშვილი (დრამი) და გიორგი დათიაშვილი (სინთეზატორი).
"ყველა მომღერლის ოცნებაა, რომ ჰყავდეს ბენდი და შეძლოს ცოცხალი მუსიკით წარსდგეს მსმენელის წინაშე. ბედნიერი ვარ, რადგან მომღერლისთვის ეს ფუფუნებაა.  ჯგუფში ყველანი მეგობრები ვართ და ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ გამოგვდის ეს საქმე ძალიან კარგად" _ გვითხრა "ფორსმაჟორის" სოლისტმა, მომღერალმა თემო საჯაიამ.
ჯგუფმა უკვე ჩაწერა რამდენიმე ახალი სიმღერა, აქედან ერთ-ერთზე ვიდეო-რგოლიც გადაიღეს, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება.
"რაც შეეხება კონცეფციას, ეს არის ჯგუფი, რომელიც ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის სინთეზს მხოლოდ ქართულ ენაზე  ქმნის. ეს იქნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სოციალურ თემებზე და პრობლემებზე" _ აღნიშნა "ივერიონთან" საუბრისას თემო საჯაიამ.
სულ მალე კი ბენდი "ფორსმაჟორი" ჟურნალისტებისთვის გამართავს საიმიჯო კონცერტს.

                            გიორგი საკარული                   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: