ნარმანია ხოკრიშვილმა შეცვალა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ნარმანია ელგუჯა ხოკრიშვილმა შეცვალა. კანდიდატურა პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა და მის პროფესიულ განათლებასა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ დრომდე გუჯა მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად და ასევე კავკასიის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარედ. ბატონ გუჯას ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია, მრავალმხრივი განათლება და გამოცდილება და ყველა უნარი აქვს, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სამინისტროს და გააგრძელოს ის გზა, რომელიც დაიწყო დათო ნარმანიამ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი მთავრობის გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი გახდება.