ვისგან იცავს საყდრის ყაჩაღიანს პოლიცია?!
"ივერიონის" ინფორმაციით, ამ წუთებში, კაზრეთში, საყდრისი ყაჩაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყდრისის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მოთხოვნთ, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის"ორგანიზებით, კარვების აქცია მიმდინარეობს. საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა მაღაროს მოპირდაპირე მხარეს გორაკზე კარვები გაშალეს,ხოლო, აქციის მონაწილეებმა საქართველოს დროშები აღმართეს.
ცოტა ხნის წინ, აქციას ასევე შეუერთდნენ უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი და "სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე. აქციაზე ასევე იმყოფება "ობიექტივის" ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილიც.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ,: ბათილად იქნას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 13 მარტის გაყალბებული დასკვნა და შესაბამისად აეკრძალოს RMG გოლდს საყდრისი ყაჩაღიანის სიახლოვეს ნებისმიერი სამუშაოს წარმოება, ასევე სასწრაფოდ მოხდეს საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება საზოგადოების წარმომდგენელთა, ჟურნალისტთა და იმ არქეოლოგთა თანხლებით, ვინც ობიექტს იცავენ. ასევე, ძეგლის შესანარჩუნებლად და ადგილობრივი მეურნეობის განსავითარების გზების დასადგენად მოწვეულ იქნას სამთო არქეოლოგთა და გეოლოგთა საერთაშორისო კომისია.
"დავითიანის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. აღშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა "ივერიონს" აცნობეს, აქციაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია ობიექტის დაცვის სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის ინფორმაციით, საყდრისს 13 აპრილს ბულდოზერები ანგრევდნენ, აღნიშნული ფაქტის შესახებ კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე მარგიშვილს და საგანგებო სიტუაციების სამსახურს აცნობა, თუმცა მათგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მირანდა ჭარხალაშვილი