დაპირისპირება გელათის სასულიერო აკადემიაში-რა ბრალდებებს უყენებენ აკადემიას სტუდენტები?

დაპირისპირება გელათის სასულიერო აკადემიაში-რა ბრალდებებს უყენებენ აკადემიას სტუდენტები?

    "გელათის სასულიერო აკადემიაში" ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გაუქმდა, რასაც სტუდენტების გაფიცვაც მოჰყვა, ისინი ლექციას არ დაესწრნენ და საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა.  სტუდენტები მოითხოვენ აღდგეს სასწავლებელში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, რათა მათი 4 წლიანი ნასწავლი უგზოუკლოდ არ დაიკარგოს, ასევე მოითხოვენ იმ შელახული პირობების აღდგენას, რაც ამ სასწავლებლისგან მიიღეს, თუმცა პრობლემებზე ღიად საუბარისგან ჯერ კიდევ თავს იკავებენ, მათი თქმით ჯერ საშიშია მათთვის რამის თქმა, რადგან წინ გამოცდები ელით. 

   სტუდენტების განმარტებით ამ სასწავლებლისგან მათ უამრავი დაზიანება მიიღეს, მეტიც მხედველობის პრობლემაც კი შეექმნათ, ათობით სტუდენტმა დღეს მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა, მათი მოთხოვნა უცვლელია - სასწავლებელმა აღუდგინოს  სტუდენტის სტატუსი და  ნასწავლი წლები არ დაეკარგოთ, აპროტესტებენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან ხელოვნებად მცოდნეობის ფაკულტეტზე გადასვლას, ამბობენ, რომ მათ ეს დარგი საერთოდ არ სჭირდებათ. 

   აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ  პრობლემები ექმნებათ სასწავლებლის პედაგოგ- ლექტორანტებთან და ლექტორებისგან ზეწოლის გამო აშინებთ სამომავლო გამოცდები , თუმცა საპირისპიროს ამბობს დეკანოზი ნიკოლოზი ნიკოლაიშვილი, გელათის სასულიერო აკადემიისს და სემინარიის პრორექტორი.  

   -"ეს გოგონები არიან ჩვენი სტუდენტები, თუმცა ასე რატომ იქცევიან ეს არ მესმის , ვცდილობთ დავეხმაროთ ყველანაირად. რაცარ უნდა იყოს ჩვენი სტუდენტებია და ჩვენი გასატანია, ასეა თუ ისეა მაინც ჩვენია და მათ უფალი დალოცავთ , ხოლო მათი ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის დარგი ჩვენ და ჩვენს სასწავლებელს არ გაუუქმებია . ეს დარგი, რომელზეც ეს სტუდენტები სწავლობდნენ, საპატრიარქომ სამინისტროსთან შეთანხმებით გაუქმა, ჩვენგან ამ ბავშვებს ხელშეწყობა  ნამდვილად არ აკლიათ,  სირცხვილია, ასეთ აფსურდულ ბრალდებებზე  ჩვენ მედიასთან არ უნდა ვსაუბრობდეთ, დალოცვილი გამყოფოთ  უფალმა".

   -" სამი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე . 14 სექტემბერს, როდესაც აკადემიაში მოვედით გაგვიცხადეს, რომ ჩვენი ფაკულტეტი გაუქმდა და გადაყვანილი ვართ ქრისტიანულ ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტზე . თუ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ასოცის კრედიტს არ გავივლიდით, სახელმწიფო დიპლომს ვერ ავიღებდით, ამიტომ იძულებული გავხდით რომ დაგვეწყო სწავლა ხელოვნებამცოდნეობის ფაკულტეტზე , შეგვიწყდა  ჟურნალისტიკის ის პროგრამა, რაც ერთი წლის განმავლობაში მეოთხე კურსზე უნდა გვესწავლა.  შეგვიწყდა სწავლა წმინდა წერილის თეოლოგიურიიის მიხედვით , მხოლოდ გადავედით გაძლიერებული ჯგუფით თეოლოგიაზე. როდესაც ავირჩიე ჩემთვის სასურველი პროფსია, მინდოდა გავმხდარიყავი ჟურნლისტი, თუმცა ამ სასწავლებლისგან გამომდინარე დამაკლდა ერთი წელი იმისთვის, რომ გამოვსულიყავი ჟურნალისტი .მინდოდა თეოლოგიური განხრა მიმეყვანა ბოლომდე ამ სფეოსშიც, მაგრამ მე დავრჩი ასე ვთქვათ შუა გზაში , ახლა კი მომისროლეს ხელოვნებამცოდნობის ფაკულტეტზე , მე ეხლა რაც არ უნდა ვისწავლო, ბევრი ვიკითხო, 24 საათი საჯარო ბიბლიოთეკაში დვაღამო და გავათენო, 4 წლის პროგრამას ერთ წელიწადში მაინც ვერ ვისწავლი. ვართ სასშინელ დღეში, დავრჩით სტუდენტები გზა აბნეული. ვთხოვთ საპატრიარქოს დააბრუნოს ისევ ჩვენი პროფესია, ერთი წელი გვაკლდა და ვამთავრებდით, თუ გაუქმება უნდოდათ, მაშინ ვერ გააუქმეს, როცა დავასრულებდით? მოეცადათ ერთი წელი, ამ სასწავლებელმა ჯერ ხომ ნერვები გამიფუჭა, ადამიანს აღარ ვგავარ ნერვიულობით, მხედველობის პრობლემაც მაქვს უკვე შექმნილი, ვეღარც ვკითხულობ საშინელ დღეში ვარ ვინ დაგვეხმარება? თურე სად მოვსულვარ განათლების მისაღებად"-ამბობს "ივერიონთან" საუბარში  გელათის აკადემია სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტის მე 4 - ბ ჯგუფის სტუდენტი.

- "2007- 2008 წლებსში ჩავაბარე ამ სასწავლებელსში, მაგრამ როგორც სხვა ჩვენი სტუდენტები, დავრჩი მეც ასევე ქუჩაში , სრული ამ სიტყვის მნისშვნელობით, იმიტომ რომ ჩვენ ეს პროფესია მოგვაწეპეს და ძალით უნდა ვიაროთ ამ ხელოვნებადმცოდნეობის ფაკულტეტზე, მხოლოდ  იმიტომ, რომ არ ჩამეყაროს ნასწავლი წლები წყალში, თუმცა უკვე ჩაყრილია ამ სასწავლებლის ხელსშეწყობით,  დავრჩით გზა აბნეულები  სტუდენტები და მოვითხოვთ, რომ დაგვამთავრებიონ ეს ჩვენი არჩეული პროფესია, ან გადაგვანაწილონ სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებლებში".

     სტუდენტების განცხადებით საპროტესტო აქციები მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

 

დათო ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: