გიორგი მეტრეველი ევროპის ჩემპიონი გახდა
ხაშურში მცხოვრები, 1996 წელს დაბადებული გიორგი მეტრეველი ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ოქროს მედალი ესპანეთში გამართულ შეჯიბრში მოიპოვა, რომელიც ჭაბუკთა შორის ჭიდაობაში, კერძოდ, სამბოში გაიმართა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ევროპის საერთაშორისო ჩემპიონატზე ჩემი საქართველო და ხაშური ვასახელე. ყველას დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისათვის" _ აღნიშნა მეტრეველმა.
ახალგაზრდა ჩემპიონი საქართველოში დღეს დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ხაჩიძე და თანამშრომლები საზეიმოდ დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მეტრეველი არის 2012 წლის ევროპისა და და 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონი 65 კგ. წონით კატეგორიაში.
გიორგი საკარული