რა პერსპექტივა აქვს რუსეთთან დიალოგს...
დღეს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრას გამართავს.სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეხვედრაზე აბაშიძე სოფელ აძვთან ქართველი ჟურნალისტების დაკავების საკითხს დააყენებს. კარასინთან შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით ზურაბ აბაშიძე აუცილებლად დააყენებს სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემას.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სრული ინფორმაცია თუ როგორ უყურებს რუსეთი დიალოგის პერსპექტივას, ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ასეთი შეხვედრები წმინდა ინფორმაციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დავაყენებთ საკითხს იმ მწვავე თემებთან, რაც გვაწუხებს, მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა და სხვა პრობლემატურ საკითხებს", -განაცხადა აბაშიძემ.