თეა წულუკიანი:-"მე პრობლემას ვერ ვხედავ"

თეა წულუკიანი:-"მე პრობლემას ვერ ვხედავ"

   იუსტიციის მინისტრი გადაცემაში "არჩევანი" იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის არ ჩამოსვლის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება "მთავრობის სურვილად" აღიქვეს და განაცხადეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების ჩამოსვლა აუცილებელია.

   როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ეუთო-ს სადამკვირვებლო მიისის არ ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს, მთავარია საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და კონკურენტუნარიანი.  

   "ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის არ ჩამოსვლაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ყოველთვის მივისწრაფოდი ისეთი საქართველოს არსებობისკენ, სადაც მხოლოდ ქართველი ხალხი განსჯის, რა არის მისი მომავლისთვის უკეთესი. მე საფრანგეთში გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი და იქ ფრანგისთვის წარმოუდგენელია დამკვირვებელს შესცქეროდეს და მისგან მოელოდეს პასუხს-არჩევნები კარგად ჩატარადა თუ ცუდად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამკირვებლები, გულშემატკივრები და ობიექტური შემფასებლები, მაგრამ თუკი ისინი არ იქნებიან, არც ესაა პრობლემა. ჩვენ  აგვირჩია ხალხმა და ის ხალხი იქნება მსაჯული, სწორედ ისინი იტყვიან 2012 წელს მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ დემოკრატიულად ჩაატარა არჩვენები თუ არა. ხალხი არის, ის ვინც აკეთებს არჩევანს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ევროპული არჩევანი ნიშნავს, რომ არჩევნები უნდა იყოს მშვიდობიან გარემოში ჩატარებული, კანდიდატები შეეჯიბრონ ერთმანეთს ყოველგვარი კვერცხების და მუშტების გარეშე. დაძაბული ორი თვეა წინ, ბევრი კანდიდატია და თითოეულმა მოქალაქემ კეთილი უნდა ვინებოთ და ამ ბევრ კანდიდატს შევუქმნათ შეჯიბრის მშვიდობიანი პირობები. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ვიქნებით უპასუხიმგებლოები საკუთარი მომავლის წინაშე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: