სამხრეთ კორეაში ჩაძირულ ბორანში ასობით მგზავრი ჩარჩა

სამხრეთ კორეაში ჩაძირულ ბორანში ასობით მგზავრი ჩარჩა


სამხრეთ კორეაში ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 476 ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულად ორი ადამიანი მიიჩნევა, თუმცა, 290 მგზავრი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მაშველების ვარაუდით, ისინი ბორანის შიგნით ჩარჩნენ.
ბორანი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან მეჩეჩზე დაჯდა. მგზავრების უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც კურორტ ჩეჯუდოზე სამოგზაუროდ მიდიოდნენ.
ბორანმა ყვითელი ზღვის პორტი ინჩხონი წუხელ დატოვა და დღეს კუნძულ ჩეჯუდოს პორტში უნდა შესულიყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: