ალექსი პეტრიაშვილი:-"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მცდარი მოლოდინია..."

ალექსი პეტრიაშვილი:-"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მცდარი მოლოდინია..."

   სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი "TV 3"-ის ჟურნალისტების გატაცების ფაქტს რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმის გეგმის ნაწილად განიხილავს. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის დრო"-ში განაცხადა, რუსეთი ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს იმ პროვოკაციული გეგმის და სქემების განხორციელებას, რომლითაც ცდილობს, საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციებში ჩაბმას. 

   -"მათ იცოდნენ, რომ დღევანდელ ინციდენტს მოჰყვებოდა რეაგირება. მცდელობა არის, რომ რეაგირება იყოს მძაფრი. საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან აქტიურად იქნება ჩართული, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, მცდარი მოლოდინი აქვთ, რომ მოხდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, სიტუაციის დაძაბვა და ა.შ. ჩვენ ცივი გონებით განვაგრძობთ მუშაობას და სიტუაციის განმუხტვას. ასეთი ტიპის სიურპრიზები და ხრიკები მოსალოდნელია, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ თავიდან ავიცილოთ ამ პროვოკაციებში ჩაბმა და საქართველომ შეუფერხებლად შეძლოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა", - განაცხადა მინისტრმა.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: