აღდგება თუ არა რეგულარული ავიამიმოსვლები რუსეთსა და საქართველოს შორის?

აღდგება თუ არა რეგულარული ავიამიმოსვლები რუსეთსა და საქართველოს შორის?

   პრაღაში გამართული კარასინი-აბაშიძის შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენაზე კონსულტაციებს გამართავენ. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2006 წელს, ორ ქვეყანას შორის ვითარების დაძაბვის ფონზე შეწყდა. 2008 წელს დროებით აღდგა, თუმცა, რამდენიმე თევში, ომის გამო, ისევ შეწყდა.

   "შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომელიც რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ეხება. მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხდვითაც, უახლოეს პერიოდში გაიმართება ავიაციის სფეროს ხელმძღვანელ პირებს შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი", - ნათქვამია დოკუმენტში.

   ცნობისთვის, ამ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: