რის შეცვლას აპირებს თბილისის მერობის ახალი კანდიდატი?

რის შეცვლას აპირებს თბილისის მერობის ახალი კანდიდატი?

   დღეს პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების" პრეზენტაცია გაიმართა და პარტია ოფიციალურად ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში. 

   -"ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების საფუძველი არის იმ რეალობის შეცვლა, რაც საქართველოშია. ჩვენი მთავარი მიზანია, არ მივატოვოთ საზოგადოება იმ პოლიტიკური პარტიების ამარა, რომლებმაც საქართველო ურთიერთდაპირისპირების პოლიგონად აქციეს. არავინ საუბრობს დედაქალაქის და მთლიანად საზოგადოების ინტერესებზე. ჩვენ ვიბრძოლებთ პოლიტიკურ ასპარეზზე და შევცვლით იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია"-განაცხადა პარტიის ლიდერმა ირაკლი ღლონტმა.

    პარტიაში  არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ბიზნესმენები არიან გაერთიანებულნი,პარტია მემარჯვენე ორიენტაციის და პროდასავლური კურსის მატარებელია.

   პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი ღლონტი წარადგინა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: