ლუკა კურტანიძე:-"თანამდებობა იმად არ მიღირს, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოვითმინო"

ლუკა კურტანიძე:-"თანამდებობა იმად არ მიღირს, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოვითმინო"

   "დამნაშავე უნდა დაისაჯოს. "ნაციონალების" საქციელს მე ფაშიზმად და ქართველი ხალხის უბედურებად ვაფასებ"-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ლუკა კურტანიძე და აცხადებს, რომ არც ბიძინა ივანიშვილის და არც პრემიერის შეურაცხყოფას არავის აპატიებს.

    -"არ მომწონს ის ლიბერალები, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და ზღვარგადასულ თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, სიბინძურეს თესავენ. ადრე გადაცემა "აზრი" გადიოდა, რომელიც გოკა გაბაშვილს მიჰყავდა, მისი იდეების დათესვამ რაც მოგვიტანა, ყველამ ვნახეთ. ახლა ტაბლიაშვილები და მისნაირები მთელს ერს "კვირის აზრებით" წამლავენ, სოსო ჯაჭვლიანისნაირი ადამიანების მარგინალიზაციას ახდენენ. სანამ სოსო ჯაჭვლიანის, ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის - ამ ერისკაცების სახელებსა და გვარებს ახსენებენ, ვურჩევ, კბილები კარგად გამოიხეხონ. კი ბატონო, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და ვითმენთ, მაგრამ ჩემი ძალაუფლება, არც თანამდებობა იმად არ მიღირს, რომ ზღვარგადასული შეურაცხყოფა მოვითმინო. პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან დიდი მაგალითი მომცა. ივანიშვილი მოვლენაა, მისკენ ნასროლი ტყვია რომ მომხვდეს, ბედნიერი ვიქნები. ქართველმა ერმა ერთი რამ უნდა გამოვასწოროთ - ადამიანი სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ და მაგალითად ვაქციოთ. ბიძინა ივანიშვილები, რომლებიც ქვეყნისთვის იფერფლებიან მაგალითად უნდა ვაქციოთ. თანამდებობა იმად არ მიღირს, რომ გავჩუმდე და არ ვილაპარაკო, სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ. დღეს, "ნაცმოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა უმადლოდეს, რომ ხალხმა ლინჩის წესით არ გაასამართლა. რატიანი, მინაშვილი, უგულავა და სხვა ნაძირალები, ადამიანის უფლებების დაცვაზე და შეზღუდვებზე რომ გველაპარაკებიან, ტელევიზიებით გამოდიან, ამას დღევანდელ ხელისუფლებას უნდა უმადლოდნენ. ეს რომ არა, მათი რიტორიკის წყალობით, თითოეული მათგანი სარზე იქნებოდა წამოგებული ან კოცონზე დაფერფლილი"-აცხადებს კურტანიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: