თუ ისრაელში გამგზავრება გადაწყვიტეთ....
ისრაელში გამგზავრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზეა ნახონ, თუმცა საზღვარზე შესაძლებელია მოქალაქეებს დამატებითი მოთხოვნები წაუყენონ.
"ჩვენ გავაფრთხილეთ მოქალაქეები, თუ რა შეიძლება მოსთხოვონ მათ საზღვარზე. ეს არის ჩვეულებრივი რამ, რაც სხვა ქვეყნებშიც ხდება, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლის ვიზა შეიძლება გქონდეს პასპორტში, მაგრამ მაინც არ შეგიშვან იმიტომ, რომ არსებობს დამატებითი მოთხოვნები. მე შემიძლია კიდევ ერთხელ განვმარტო, დამატებითი მოთხოვნები შეიძლება იყოს – უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, შეიძლება იყოს სამედიცინო დაზღვევა, შეიძლება იყოს შეკითხვები იმაზე, თუ რა მიზნით მიემგზავრება ადამიანი და აპირებს შესვლას სახელმწიფოში. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა. ასეთი პროცედურა ჩვენც გვაქვს საზღვარზე იმ ქვეყნებთანაც, რომელთანაც უვიზო რეჟმი გვაქვს", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ასე, რომ თუ ისრაელში გამგზავრება გადაწყვიტეთ გაეცანით ყველა ინფორმაციას და არ წახვიდეთ დაუფიქრებლად, რათა რაიმე ინციდენტი არ მოხდეს.