წმინდა ცეცხლს თბილისში 23:35 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თბილისში 23:35 საათზე ჩამოაბრძანებენ

   ქრისტეს საფლავზე შეკრებილებმა წელს კიდევ ერთხელ იხილეს სასწაულებრივი ცეცხლის გადმოსვლა. წმინდა ცეცხლს ახლა უკვე თბილისში ელოდებიან, აეროპორტში წმინდა ცეცხლის დასახვედრად საზოგადოებამ შეკრება უკვე დაიწყო.

   წმინდა ცეცხლს თბილისში 23:35 საათზე ჩამოაბრძანებენ, რომელსაც სასულიერო პირები და მრევლი დიდი სიხაულით ხვდებიან. წმინდა ცეცხლს წელს თბილისში ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ჩამოაბრძანებს და სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებს, საიდანაც ცეცხლი საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში გადანაწილდება. 

   სამებაში სრულიად საქართველოს სათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

   მკითხველს შევახსენებთ, რომ წელს წმინდა ცეცხლი უფლის აღდგომის ტაძარში თბილისის დროით 15:16 საათზე გადმოვიდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: