კამპანია "ჭამე ნოდარი" ოფიციალურ სახეს იღებს

კამპანია "ჭამე ნოდარი" ოფიციალურ სახეს  იღებს

 

   საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ოფიციალურ სადილებში გადახდილ თანხებს უკავშირდება, ფინანსთა სამინისტრო უახლოეს მომავალში გასაწევ ხარჯებს წინასწარ ასაჯაროვებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 23 აპრილისთვის დაგეგმილი აზიის განვითარების ბანკის სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონული ფორუმის ოფიციალური მიღების მენიუს აქვეყნებს და   დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს,  საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები. ამიერიდან, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ქვეყნის პირველ ფინანსისტს ეკონომ-მენიუს შედგენაში დახმარება გაუწიოს.  

   მაშ ასე: - მენიუ 120 კაცზე (ერთი პორციის ფასი): 1. კიტრისა და პომიდვრის სალათი - 3 ლარი; 2. ქათმის სალათი - 3.50 ლარი; 3. სალათი "ოლივიე" – 4.00 ლარი; 4. ქათმის ღვიძლის სალათი - 5.30 ლარი; 5. ბადრიჯანი ნიგვზით - 4.50 ლარი; 6. ყველის ასორტი - 7 ლარი; 7. ნადუღი სულგუნში - 4.00 ლარი; 8. მწნილის ასორტი - 4.00 ლარი; 9. ზეთისხილი - 2.00 ლარი; 10. ხბოს მწვადი - 12.00 ლარი; 11. საქონლის ხორცის წვნიანი (ოსტრი) - 7.50 ლარი; 12. ქათმის ღვიძლი კეცზე - 3.50 ლარი; 13. შემწვარი კარტოფილი (გლეხურად) – 3.50 ლარი; 14. სოკო კეცზე - 5.00 ლარი; 15. ხორცის ბლინები - 4.00 ლარი; 16. ლობიო ქოთანში ნიგვზით - 4.50 ლარი; 17. შემწვარი კალმახი - 6.00 ლარი; 18. თევზი ქინძმარში - 13.00 ლარი; 19. შემწვარი ქათამი - 17.50 ლარი; 20. იმერული ხაჭაპური - 6.50 ლარი; 21. პური - 0.75 ლარი; 22. მჭადი - 1.00 ლარი; 23. ლიმონათი - 1.50 ლარი; 24. ბორჯომი - 1.40 ლარი; 25. ღვინო "წარაფი" – 1ლ - 4.50 ლარი. 

მენიუს ვარიანტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე წწწ.მოფ.გე, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს Fაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

   "ამიერიდან,ფინანსთა სამინისტრო გამოგზავნილი წინადადებების გათვალისწინებით გაუმასპინძლდება სტუმრებს, რომლებიც პირველად არიან ქვეყანაში - არ იცნობენ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალშიც წინასწარ გამოაქვეყნდება ოფიციალური დელეგაციების პატივსაცემად გასამართი მიღებების მენიუები, რათა ერთხელ და სამუდამოდ, შეწყდეს სამინისტროს წინააღმდეგ დაგეგმილიმიზანმიმართული და სამარცხვინო კამპანია" - აცხადებენ სამინისტროში. 

 ბაია დარსაველიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: