აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგგარეშე სამიტზე გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგგარეშე სამიტზე გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა

   აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავის აღსანიშნავად  24-25 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგგარეშე სამიტი გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

   კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა, სადაც ისაუბრებს საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

   24-25 აპრილის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები.

   გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასება და სამომავლო განვითარების გზების დასახვა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: